პროგრამის მიმოხილვა

პროგრამა შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის ბიზნესის  სკოლის მისიაში ასახულ მიზნებს და უზრუნველყოფს კვლევებზე ორიენტირებული სწავლების და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი სპეციალისტების მომზადებას და ამ სფეროში საზოგადოების საგანმანათლებლო  მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მისიაა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მართვის თანამედროვე საერთაშორისო  სტანდარტების  ცოდნის, თანამედროვე მიდგომების და ღირებულებების დანერგვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად სისტემის მართვის სფეროში არსებული  თანამედროვე საჭიროებების და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტების  მომზადება აუცილებელი და თანამედროვე ცოდნის მიწოდებით.

 

   პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობისათვის მაღალკვალიფიციური ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ ჯანდაცვის მართვის ზოგადი და ფართო ცოდნა, რაც ჯანდაცვის მართვის მთავარი პრინციპების, თეორიებისა და კონცეფციების, კვლევის ძირითადი მეთოდების დაუფლებას მოიცავს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მუდმივად ცვალებად შრომით ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნადია ისეთი ტრანსფერული უნარები, როგორიცაა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი, რომელთა შემუშავებისკენ არის მიმართული ბაკალავრიატის საბაზისო მოდული.

 

ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა  ორიენტირებულია სტუდენტებში პროგრამის დარგობრივი კომპეტენციების განვითარებაზე, კერძოდ, ჯანდაცვის ადმინისტრირების ზოგადი და ფართო ცოდნის მიღებაზე, რაც გულისხმობს ჯანდაცვის ადმინისტრირების მთავარი პრინციპების, თეორიებისა და კონცეფციების შესწავლას.