ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60/60/60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 26/34; 30/30; 30/30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სტანდარტული ვადა შეადგენს 3 წელს, ხოლო დასაშვები 5 წელს. ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრი, მოიცავს 20 კალენდარულ კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის 8 კვირიანი სემესტრის ორგანიზება, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი(ანუ ჯამში წელიწადში არაუმეტეს 75 კრედიტისა).1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც ბაკალავრის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი, პრაქტიკა და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილ დროს.
საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს გაიაროს როგორც ძირითადი სპეციალობის საგნები (სავალდებულო და არჩევითი), ასევე თავისუფალი კრედიტი არა უმეტეს 20 კრედიტისა უნივერსიტეტში შეთავაზებული საგნებიდან.
180 კრედიტი შემდეგნაირად ნაწილდება:
- 40 კრედიტი არის ზოგადი საუნივერსიტეტო საგნები;
- 55 კრედიტი არის სპეციალობის სავალდებულო მოდულიდან;
- 50 კრედიტი არის სპეციალობის არჩევითი მოდულიდან;
- 15 კრედიტი არის პრაქტიკული და კვლევითი მოდულიდან;
- 20 კრედიტი თავისუფალი უნივერსიტეტში შეთავაზებული საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი საგნებიდან.
შემუშავებული კურიკულუმის დარგობრივი აუცილებელი და დარგობრივი არჩევითი საგნების ფართე სპექტრი საშუალებას აძლევს ბაკალავრს, ინდივიდუალური სამუშაო პერსპექტივის გათვალისწინებით დაგეგმოს ქვემოთ მოცემული ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების მიღწევისთვის აუცილებელი საგნების გავლა. აღნიშნული კომპეტენციების მისაღწევად ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამის სტრუქტურის კომპონენტები მოიცავს სავალდებულო და არჩევით დარგობრივ საგანთა მოდულებს.
ზოგადი საუნივერსიტეტო მოდული შედგება ზოგადი კურსებისგან. ბაკალავრიატის ზოგადი კურსები არის ინტერდისციპლინური და ემსახურება სტუდენტების თვალსაწიერის გაფართოებას. კურსები შეიძლება იყოს თემატური ან ორიენტირებული ერთი პრობლემის მრავალმხრივ შესწავლაზე. კურსები უნდა უვითარებდეს სტუდენტს არგუმენტაციის, ანალიზის, პრობლემის დასმისა და გადაჭრის უნარს. ზოგადი კურსების ნაწილია მათემატიკის/კალკულუსის, მიკრო და მაკრო ეკონომიკა, ქართული წერა და მეტყველება, ინგლილსური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლების შესწავლა ან სტუდენტების კომპეტენციის დონის ამაღლება, რაც წარმოადგენს როგორც წარმატებული სამეცნიერო კვლევის, ისე კომუნიკაციის საფუძველს. ზოგადი მოდულის გავლის შედეგად სტუდენტი აგროვებს 55 კრედიტს. შესაბამისად, ფართოვდება სტუდენტის ინტელექტუალური თვალსაწიერი. სტუდენტი იძენს უწყვეტი სწავლისათვის საჭირო ჩვევებს.
პროგრამა დაყოფილია 5 ძირითად ნაწილად:
- ზოგადსაუნივერსიტეტო სავალდებულო მოდულისგან, რომელიც შედგება 40 კრედიტისგან
- სავალდებულო საგნების მოდული, რომლებიც უზრუნველყოფენ დარგში მოღვაწეობისათვის აუცილებელ, საბაზისო ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებას და იგი შედგება 11 საგნისგან, ჯამში 55 კრედიტი
- არჩევითი საგნების მოდული, რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებითი ცოდნისა და კომპეტენციების გამომუშავებას, სტუდენტი შეთავაზებული 22 საგნიდან, ირჩევს 10 საგანს და აგროვებს 50 კრედიტს
- სასწავლო პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტებისგან, სადაც სტუდენტი აგროვებს 15 კრედიტს
- თავისუფალი კრედიტებისგან, რომლის მოცულობაც წარმოადგენს 20 კრედიტს, შესაბამისად 4 საგანს
იხილეთ პროგრამა