„სტრატეგიული მენეჯმენტის და ლიდერობა ცვლილების გზით“ პროგრამა გთავაზობთ ზოგადი მენეჯმენტის პროგრამას სამმაგი აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო სკოლაში. გრენობლის მენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ძალიან პრაქტიკულია თავისი შინაარსით და მოწოდებულია იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნას და გამოცდილ მმართველებსა და კონსულტანტებს სხვადასხვა სფეროდან.
გრენობლთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ პროგრამა ორ დედაქალაქში. ამ პარტნიორობის შედეგად მოწოდებული პროგრამა თავისი ზოგადი და სპეციალობის მოდულებით იდენტურია თავად გრენობლში ჩატარებული პროგრამისა. უმეტესობა მოდულების წასაკითხად იგივე პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან გრენობლში, მოგზაურობენ ამ ორ პარტნიორ სასწავლებელში რაც განაპირობებს პროგრამის აბსოლუტურ იდენტურობას გრენობლთან.
სურვილისამებრ, სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება დაესწრონ პერსონალური განვითარების კვირეულს და სამ სპეციალობის მოდულს, რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება გრენობლში ან სხვა ოფსაით კამპუსშიდა ყველა პარტნიორი სასწავლებლიდან ჩამოდიან მონაწილეები.
პროგრამის 3 ფაზა
პირველი ეტაპი:
პროგრამა დაბალანსებულია, აწვდის მონაწილეებს რაოდენობრივ და ანალიტიკურ უნარ–ჩვევებს, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალურ უნარებს, გააცნობს თანამედროვე მმართველობით საკითხებსა და გეოპოლიტიკას, მაკროეკონომიკასა და ხელმძღვანელობას. ქეისებზე რეგულარული ჯგუფური მუშაობის და ინდივიდუალური დავალების შესრულების დროს სტუდენტები განავითარებენ მათ ცოდნას ფინანსური თუ ხალხის მართვის საკითხებში. სტრატეგიული ანალიზი და მოლაპარაკებების უნარ–ჩვევები ვითარდება კომპლექსური და ცხოვრებისეული ქეისების განხილვის დროს.
პერსონალური განვითარების კვირეული გრენობლში
სტუდენტები, ყველა პარტნიორი სასწავლებლიდან მოწვეული არიან ამ კვირეულზე მენეჯმენტის ძირითად თემებზე სემინარებსა და კონფერენციებზე დასასწრებად. საკითხები, რომელიც უმეტესად განხილულია ამ სემინარებზე შეეხება კონფლიქტების გადაჭრას, გამოკითხვის ტექნიკას, კარიერის რადიკალურ ცვლილებას, ანაზღაურებებზე მოლაპარაკებებსა და ეფექტურ ლიდერობას.
მეორე ეტაპი – არჩევითი ბლოკები:
3 არჩევანიდან (1.მეწარმეობა: ლიდერობა ტრანსფორმაციისთვის; 2.ფინანსური მენეჯმენტი.3. ლაქშერი ტრანსფორმაცია ციფრულ და მდგრად სამყაროშისტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველისპეციალობის არჩევითი ბლოკებიდან და გადის კონკრეტულად მისთვის აუცილებელ საგნებს, რაც შეადგენს მთელი პროგრამის 20%–ს. სტუდენტი უფრო ღრმად შეისწავლის პროფესიულ საქმიანობას, მენეჯმენტის ძირითად ფუნქციურ არეებს. უმეტესობა სტუდენტისათვის სპეციალობის არჩევა ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა კუთხით დაიწეროს მისი გამოყენებითი კვლევითი პროექტი.
მესამე ეტაპი – გამოყენებითი კვლევითი პროექტი
ამ ეტაპზე სტუდენტები მუშობენ გამოყენებით კვლევით პროექტზე, რომელიც უნდა ასახავდეს სწავლების პროცესში მიღებულ ცოდნას და რომლის მიზანიცაა რეალური ბიზნეს პრობლემების/ საკითხების გადაწყვეტა. ARP სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინოს თეორიული ცოდნა ბიზნესის მიმართულების საგნებში, დააკავშიროს რეალურ პრობლემებთან და ამასთან შემოგვთავაზოს შესაბამისი გადაჭრის გზები. მიღებული გამოცდილება კი გამოიყენოს პროფესიული საქმიანობის განვითარებისათვის.