პროგრამის სტრუქტურა

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა გთავაზობთ ზოგადი მენეჯმენტის პროგრამას სამმაგი აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო სკოლაში. გრენობლის მენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ძალიან პრაქტიკულია თავისი შინაარსით და მოწოდებულია იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ცოდნას და გამოცდილ მმართველებსა და კონსულტანტებს სხვადასხვა სფეროდან.

 

გრენობლთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ პროგრამა ორ დედაქალაქში. ამ პარტნიორობის შედეგად მოწოდებული პროგრამა თავისი ზოგადი და სპეციალობის მოდულებით იდენტურია თავად გრენობლში ჩატარებული პროგრამისა. უმეტესობა მოდულების წასაკითხად იგივე პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან გრენობლში, მოგზაურობენ ამ ორ პარტნიორ სასწავლებელში რაც განაპირობებს პროგრამის აბსოლუტურ იდენტურობას გრენობლთან.

 

სურვილისამებრ, სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება დაესწრონ პერსონალური განვითარების კვირეულს და სამ სპეციალობის მოდულს, რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება გრენობლში და ყველა პარტნიორი სასწავლებლიდან ჩამოდიან მონაწილეები. 

 

პროგრამის 3 ფაზა

 

პირველი ეტაპი:

 

პროგრამა დაბალანსებულია, აწვდის მონაწილეებს რაოდენობრივ და ანალიტიკურ უნარ–ჩვევებს, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალურ უნარებს, გააცნობს თანამედროვე მმართველობით საკითხებსა და გეოპოლიტიკას, მაკროეკონომიკასა და ხელმძღვანელობას. ქეისებზე რეგულარული ჯგუფური მუშაობის და ინდივიდუალური დავალების შესრულების დროს სტუდენტები განავითარებენ მათ ცოდნას ფინანსური თუ ხალხის მართვის საკითხებში. სტრატეგიული ანალიზი და მოლაპარაკებების უნარ–ჩვევები ვითარდება კომპლექსური და ცხოვრებისეული ქეისების განხილვის დროს. 

 

პერსონალური განვითარების კვირეული გრენობლში 

 

სტუდენტები, ყველა პარტნიორი სასწავლებლიდან მოწვეული არიან ამ კვირეულზე მენეჯმენტის ძირითად თემებზე სემინარებსა და კონფერენციებზე დასასწრებად. საკითხები, რომელიც უმეტესად განხილულია ამ სემინარებზე შეეხება კონფლიქტების გადაჭრას, გამოკითხვის ტექნიკას, კარიერის რადიკალურ ცვლილებას, ანაზღაურებებზე მოლაპარაკებებსა და ეფექტურ ლიდერობას. 

 

მეორე ეტაპი – სპეციალობა:

 

3 არჩევანიდან (1.მეწარმეობა: ლიდერობა ტრანსფორმაციისთვის; 2.ფინანსური მენეჯმენტი და კონსულტირება; 3.ძვირადღირებული ბრენდის ტრანსფორმაცია ციფრულ და მდგრად ერაში) სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ სპეციალობას და გადის კონკრეტულად მისთვის აუცილებელ საგნებს, რაც შეადგენს მთელი პროგრამის 20%–ს. სტუდენტი უფრო ღრმად შეისწავლის პროფესიულ საქმიანობას, მენეჯმენტის ძირითად ფუნქციურ არეებს. უმეტესობა სტუდენტისათვის სპეციალობის არჩევა ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა კუთხით დაიწეროს მისი სადიპლომო ნაშრომი.

 

მესამე ეტაპი – სადიპლომო ნაშრომი

 

ამ პერიოდში სტუდენტები თავისუფალნი არიან და შეუძლიათ იმუშაონ თავიანთ პროექტზე ისე, რომ არ მოსწყდნენ მათ პროფესიულ საქმიანობას. პროექტის გამოყენება სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვანაირად. უმეტესად სტუდენტები წერენ იმ საკითხების ანალიზს, რაც მათ დამსაქმებელს აინტერესებს, ზოგიერთი თავისი პროექტით ცდილობს დაანახოს მომავალ დამსაქმებელს მისი პოტენციალი, ზოგიც მის პროექტს წერს ახალ სამეწარმეო საქმიანობაზე, რაც დიდად უწყობს ხელს მისი ბიზნესის დამკვიდრებას.