ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60 ECTS კრედიტიანია, გრძელდება 2 სემესტრის განმავლობაში, თითოეული სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს.
პროგრამის 30 ECTS კრედიტი, პირველი სემესტრის ფარგლებში, დაეთმობა სხვადასხვა ენობრივი კომპეტენციების (წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი) მქონე სტუდენტთა დონის გათანაბრებას მეორე სემესტრის ერთიანი სავალდებულო კურსისთვის, რისთვისაც სტუდენტები ქართულ ენაში ჩატარებული წინასწარი გამოცდის შედეგების საფუძველზე (წერითი და კითხვის უნარები - წერილობითი პრეტესტის, ხოლო მოსმენა-ლაპარაკის კომპეტენციები აუდიოტექსტის და ზეპირი ინტერვიუს ჩაბარების გზით განისაზღვრება) საწყისი ენობრივი კომპეტენციების მიხედვით განაწილდებიან A და B ბლოკის ჯგუფეში.
მეორე სემესტრის ფარგლებში, 20 ECTS კრედიტი დაეთმობა ქართული ენის ერთიან სავალდებულო კურსს, გარდა ამისა, პროგრამაში შეტანილია ინტერკულტურული სწავლების სავალდებულო კომპონენტი (5 კრედიტი), შემდეგი კურსის სახით : „ტოლერანტობა და მრავალფეროვანი სამყარო“.
ამავე სემესტრში სტუდენტები ისწავლიან 5 ECTS კრედიტიან სავალდებულო - არჩევითი სტატუსის მქონე დარგობრივ მოდულს 4 მიმართულებით (ჰუმანიტარული და სოციილოგია; ბიზნესი და ტექნოლოგიები; საჯარო მართველობა; მედიცინა და ჯანდაცვა), 6 ქვემიმართულებაზე (დარგობრივი ენა - ჰუმანიტარული მეცნიერებები; დარგობრივი ენა - განათლება და სოციალური მეცნიერებები, მედია და კინო ენა; დარგობრივი ენა - ტექნოლოგიები; დარგობრივი ენა - ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი; დარგობრივი ენა - სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და სახელმწიფო მართვა; დარგობრივი ენა - მედიცინა და ჯანდაცვა).
ეს არჩევითი დარგობრივი კურსები შეიქმნა სტუდენტთა მომავალი პროფესიული არჩევანის გათვალისწინებით და გულისხმობს იმ ტერმინოლოგიის, დარგობრივი ლექსიკისა და სპეციფიკური ენობრივი კონსტრუქციების სწავლებას, რომლებიც ამა თუ იმ დარგობრივი მიმართულებისთვისაა (რეალურად, არჩევანი მოიცავს კავკასიის უნივერსიტეტის ყველა სკოლის მიმართულებას) დამახასიათებელი.