ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის - რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა

29 მარტი 2022

29 მარტს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა ვორკშოპი სოციოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, თემაზე: „რა არის სოციოლოგის პროფესია და როგორ ჩავატაროთ კვლევა“.

 

ვორკშოპი ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა და პროფესორმა - ფლორა (კესო) ესებუამ.

 

აბიტურიენტები გაეცნენ ვორკშოპით გათვალისწინებულ საკითხებს, ამასთან, განაწილდნენ ჯგუფებად და შეასრულეს სამი სხვადასხვა პრაქტიკული დავალება.

 

პირველ დავალება- ჯგუფში მუშაობა თემაზე: როგორ ირჩევენ პროფესიას საქართველოში?  - მონაწილეებმა იმსჯელეს და ჩამოაყალიბეს მოსაზრებები, თუ როგორ ირჩევენ პროფესიას ადამიანები ზოგადად ქვეყანაში.

 

მეორე - ფოკუსური დისკუსია თემაზე: როგორ ვირჩევთ პროფესიას? - დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ის ფაქტორები, რომლებიც კონკრეტულად მათზე ახდენენ გავლენას პროფესიის არჩევის პროცესში.

 

მესამე - ჯგუფში მუშაობა თემაზე: როგორ ხდება პროფესიის არჩევა საქართველოში? - ამ დავალების ფარგლებში, პირველი ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის შედეგების, ასევე სოციალური კვლევისა და სოციოლოგიის შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მონაწილეებმა იმსჯელეს იმ მთავარ კრიტერიუმებზე, რომელთა გათვალისწინებითაც ხდება პროფესიის შერჩევა.

 

ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

  

მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.