CSH-ის სტუდენტების გასვლითი ლექცია

10 აპრილი 2019

9 აპრილს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.

 

აქვე მათ გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ საქართველოს უახლეს ისტორიაში. საუბარი შეეხო  ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, 9 აპრილის ტრაგედიიდან დაწყებულ გარდაქმნებსა და ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

 

ხაზი გაესვა სტუდენტი-ახალგაზრდობის როლსა და მნიშვნელობას ახალი საქართველოს შენების საქმეში. ლექციას უძღვებოდა პროფესორი გურანდა ჭელიძე.