9 აპრილს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
აქვე მათ გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ საქართველოს უახლეს ისტორიაში. საუბარი შეეხო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, 9 აპრილის ტრაგედიიდან დაწყებულ გარდაქმნებსა და ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
ხაზი გაესვა სტუდენტი-ახალგაზრდობის როლსა და მნიშვნელობას ახალი საქართველოს შენების საქმეში. ლექციას უძღვებოდა პროფესორი გურანდა ჭელიძე.