აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

11 იანვარი

2024 წლის, 5 თებერვალს,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ცნობილი ისტორიკოსის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია  „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“.

 

პლენარულ სხდომაზე ვრცლად მიმოიხილეს ნანა ხაზარაძის ღვაწლი და მოღვაწეობა, როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ისე ტექნიკურ უნივერსიტეტში.

 

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია  „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“ სამ სექციად ჩატარდა, სადაც განსახილველად წარმოდგენილი იყო 60-მდე ნაშრომი. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა ელისაბედ მაჩიტიძემ წაიკითხა მოხსენება “თურქი ავტორი ომერ სუბაში გურჯი ხათუნის შესახებ”. ღონისძიების დასასრულს, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.