აღმოსავლეთ ევროპის კვლევების საერთაშორისო პლატფორმის სამეცნიერო კონგრესი სინოპში

15 მაისი 2023

4-6 მაისს, სინოპის უნივერსიტეტში ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის კვლევების საერთაშორისო პლატფორმის (PIEES) VI კონგრესი „ქალაქი და ცივილიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში“. 

 

VI კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა გურანდა ჭელიძემ მოხსენებით „საქართველო ფრანგი მოგზაურების ნაშრომებში“.  კონგრესის მუშაობაში ონლაინ ჩაერთო და ნაშრომი „ევლია ჩელების ცნობები თბილისის შესახებ“ წარადგინა ასევე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ელისაბედ მაჩიტიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ (PIEES)  თითოეული კონგრესის საკვლევი თემები  შეეხება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ისტორიულ პროცესებს და ტარდება საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

 

მიმდინარე წელს გაფართოვდა (PIEES)  კონგრესის სამეცნიერო საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობა. მის წევრად აირჩიეს ქალბატონი გურანდა ჭელიძე. სამომავლო გეგმის მიხედვით, შემდეგი კონგრესი ჩატარდება საქართველოსთან და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.