ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი კახეთში

21 ოქტომბერი 2026

16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები სასწავლო კურსის ფარგლებში კახეთს ეწვივნენ.

 

სასწავლო ვიზიტი წინასწარ განსაზღვრული სასწავლო გეგმისა და სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად განხორციელდა და ამ კურსის ფარგლებში რიგით მესამე ვიზიტს წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, ძველი შუამთა და ალავერდის ტაძარი.

 

სასწავლო შეხვედრას ქართული ხელოვნების ისტორიის ლექტორი ეკატერინე კვაჭატაძე უძღვებოდა. ვიზიტის განმავლობაში სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს და შეისწავლეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლები, იმსჯელეს მათ ისტორიულ და მხატვრულ მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილეს არქიტექტურულ თავისებურებებსა და სხვადასხვა ეპოქისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე.

 

სტუდენტებმა ვიზიტის ფარგლებში წინასწარ მომზადებული დავალებები წარმოადგინეს და მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე განიხილეს მათ მიერ შესწავლილი ძეგლების ისტორიული, მხატვრული და არქიტექტურული მახასიათებლები.

 

სასწავლო ვიზიტების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. კურსის ფარგლებში სტუდენტები ანანურსაც ეწვევიან და ქართული ხელოვნებისა და არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლების შესწავლას ადგილზე გააგრძელებენ.

 

სასწავლო ვიზიტი სრულად დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.