სიახლეები

01
ივნ
„ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ - სახელმძღვანელოს ონლაინ პრეზენტაცია

27 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით (TPDC) ჩატარდა პროექტის ფარგლებში მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოს, „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“, ონლაინ პრეზენტაცია. პრეზენტაციას, გარდა ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებისა, ესწრებოდნენ მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან. 

28
მაი
„ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

26 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ინიციატივით მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს

27
მაი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური კონფერენცია

27 მაისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი

21
მაი
მთარგმნელ ანი კოპალიანის საჯარო ლექცია CU კამპუსში

20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტების ინიციატივით, ჩატარდა მთარგმნელისა და თარგმანმცოდნის, ანი კოპალიანის საჯარო ლექცია. შეხვედრის ფარგლებში, მან ისაუბრა კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის რომანის „მხევლის წიგნი“ შესახებ, რომელიც მისი თარგმნილია.

15
მაი
„ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) კონფერენციაზე ,,საქართველო, ნატო და ევროკავშირი''

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ,,საქართველო, ნატო და ევროკავშირი'' სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობით. კონფერენციაზე სკოლის მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს მოხსენებები ევროპული ფასეულობებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

14
მაი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების გასვლითი ლექცია

25 აპრილს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა, სასწავლო კურსის - საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა ფარგლებში, მოინახულეს ბოლნისის სიონის, წუღრუღაშენისა და დმანისის ნაქალაქარის ეკლესია-მონასტრები.

19
აპრ
Erasmus+ ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში

კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში

13
აპრ
„ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ - სახელმძღვანელოს დანერგვა TEESS ბენეფიციარ სკოლებში

კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს პრაქტიკულ გამოყენებას იწყებენ პროექტის ბენეფიციარი სკოლები

31
მარ
„ევროპული სწავლების სამკუთხედის“ გამოცდილება საერთაშორისო სემინარზე

29-30 მარტს, Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the Periphery“) ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა ონლაინ სემინარი Experiencing Europe

29
მარ
“ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსთან თანამშრომლობით მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის "ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში"