მიღების წესები
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა.
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ტარდება გასაუბრების სახით და მოწმდება აპლიკანტის მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის და კომუნიკაციის უნარები
აპლიკანტს ასევე მოეთხოვება, წარმოადგინოს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის დანართი ან სერტიფიკატი). სხვა შემთხვევაში მას დაენიშნება შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება ინგლისურ ენაში.
აპლიკანტს, რომელიც აკმაყოფილებს CU საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობებს, გრანტის მოსაპოვებლად დაენიშნება წერითი გამოცდა. წერითი გამოცდის შესახებ დამატებით ინფორმაციას კონკურსის მონაწილეები ერთი კვირით ადრე მიიღებენ.
საბუთების ნუსხა:
- ფსიქოლოგის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- დიპლომის დანართი
- პირადობის მოწმობის ასლი
- მამაკაცების შემთხვევაში, სამხედრო მიწერის მოწმობა
- 2 ფოტო სურათი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით (CD დისკზე ჩაწერილი)
- NAEC-ის ბარათი
- CV
- სამოტივაციო წერილი
- ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
თარიღები
- საბუთების მიღება: 3 სექტემბრის ჩათვლით - 10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება: 5-6 სექტემბერი 2024;
- გამოცდა ინგლისურ ენაში: 7 სექტემბერი 2024;
- CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის გამოცდა: 7 სექტემბერი 2024.
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში იხილეთ ბმულზე.
CU გრანტის ტესტის ნიმუში იხილეთ ბმულზე.
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის 65% და მეტს
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.
CU სტანდარტული გადასახადი | CU გრანტის მოპოვებისას | CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას |
4 950 ლარი | 2 475 ლარი | 1 350 ლარი |
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.