მიღების წესები

განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  მეორე ნაწილზე დაშვების წინაპირობაა პროგრამის I ნაწილის გავლა. პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა. სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა იმისათვის, რომ ჩააბაროს აღნიშნული პროგრამის მეორე ნაწილზე.აპლიკანტს ასევე მოეთხოვება:

 

  • ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დადასტურება;
  • უნივერსიტეტის შიდა გამოცდის წარმატებით ჩაბარება(გასაუბრება). 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • NAEC-ის ბარათი; 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე);
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);
  • CV / რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 400 სიტყვისა და არა უმეტეს 600 სიტყვისა);
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა.

 

 

გადახდის პირობები



სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.