მიღების წესები

 

ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. 

 

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. 

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად მოითხოვება ინგლისური ენის ჩაბარება. 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას B2 დონეზე (IELTS – 6.0; TOEFL – 78; B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი) ან აბარებს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებულ B2 დონის შესაბამის გამოცდას.

პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

 

 

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები:

 

ქართული ენა და ლიტერატურა;

უცხო ენა (ინგლისური);

სავალდებულო საგნებიდან (ისტორია, მათემატიკა, ბიოლოგია).