ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში ძირითადი სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები მოიცავს 185 ECTS კრედიტს, ხოლო თავისუფალი კომპონენტები მოიცავს 55 ECTS კრედიტს.
იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტი, დოკუმენტურად დაადასტურებს პროგრამით გათვალისწინებული ზოგადი ინგლისური ენის ცოდნის დონეს, იგი თავისუფლდება ინგლისური ენის გავლისგან და ამ კრედიტების ფარგლებში შეისწავლის ქართულ ენას. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტი ამავდროულად ფლობს ქართულ ენასაც, მაშინ იგი უფლებამოსილია აღნიშნული კრედიტების ფარგლებში შეისწავლოს სხვა უცხო ენა ან აითვისოს ისინი თავისუფალი კრედიტების პრინციპით.
იხილეთ პროგრამა