როცა გინდა კარგად წერო, ბევრი უნდა იკითხო. ბევრი კითხვა ცხოვრებასაც საინტერესოს ხდის და თქვენც საინტერესოს გხდით გარემოსთვის. როცა ბევრი გაქვთ წაკითხული და უკვე კარგადაც წერთ, თქვენს ნაწერებს სხვები კითხულობენ. ნახეთ რამხელა ამბავია? ის რასაც თქვენი ხელიდან უშვებთ, საზოგადოებაში გადის, თქვენგან აღარ კონტროლდება.
...და როცა პირველ გამოხმაურებას იღებთ, როცა ხვდებით, რომ უკვე შეგნიშნეს, მაშინ იწყება ის, რაც არ გეგონათ, თუ ასე დაგიპყრობდათ და ცხოვრების წესად გექცეოდათ. თქვენ ჟურნალისტი ხდებით.
თუკი კიდეც წერთ და ურთიერთობის იმ ფორმებსაც ფლობთ, რაც ბევრი წაკითხულის შედეგად ნაფიქრს და შემდეგ დაწერილს, ყურითაც მოსასმენს ხდის და თვალითაც კარგად სანახავს, თქვენ ხელთ უკვე კომუნიკაციის სოლიდურ ბერკეტს ფლობთ. ამ ბერკეტით თქვენ დამკვეთებისთვის – საზოგადოებისთვის ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ. თქვენზეა დამოკიდებული ადამიანების კეთილდღებაც. როგორ? მათთვის ამბის სწორად მიტანით, მათი ინფორმირების გზით.
მოკლედ, ეს ჟურნალისტიკაა. კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსაც კავკასიის მედიის სკოლაში ძალიან კარგ ზოგად განათლებასთან ერთად დაეუფლებით. ისწვალით მათგან, ვინც ეს ყველაფერი მწყობრად და დასავლური სტანდარტით უკვე ისწავლა და ვინც თეორიული ცოდნის პარალელურად საქმეს პრაქტიკულად ყოველდღიურად აკეთებს; ვისაც უკვე დამსახურებულად აქვს ნდობა; ვინც თქვენ პირველივე წუთიდან შემოგხედავთ, როგორც თანასწორს, მეგობარს, ზრდასრულს.
კავკასიის მედიის სკოლამ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამით დაიწყო, თუმცა დღეს ჩვენთან კომუნიკაციების სფეროს შესწავლა ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე შეგიძლიათ.
საბაკალავრო დონეზე წელს გელით 2 პროგრამა:
-
ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია
-
PR-ის (პიარი - საზოგადოებასთან ურთიერთობა)
სამაგისტრო დონეზე CSM გთავაზობთ 1 პროგრამას:
-
სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, რეკლამა)
მრავალფეროვანი არჩევანი თქვენი დასაქმების არეალის მრავლფეროვნებას გასაზღვრავს. მედიის სკოლის პროგრამების დასრულების შემდეგ შეგეძლებათ იმუშაოთ ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში, რადიოებში, ტელევიზიებში, ახალი თაობის ინტეგრირებულ რედაქციებში; შეიძინოთ კარგი მედია მკვლევარისთვის, მედიამენეჯერისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევები.
კავკასიის მედიის სკოლა ხელს შეგიწყობთ, რომ ისწავლოთ საზღვარგარეთ, გაიცნოთ მედია ბაზარი, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე იქცეთ პროფესიონალ პრაქტიკოსად და დასაქმდეთ. მოკლედ, გელით ყველას, ვისაც კომუნიკაციების სფერო გაინტერესებთ. CSM თქვენ თანამედროვე სამყაროს ნაწილად გაქცევთ.
კავკასიის მედიის სკოლის დეკანი