10 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის“ (MCERC) ორგანიზებით და „დოიჩე ველე აკადემიის“ (DW Akademie) დაფინანსებით, კავკასიის მედიის სკოლაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში სახელწოდებით „ახალი სტანდარტები და მიდგომები: ჟურნალისტური განათლება, მედიის და მასკომუნიკაციის კვლევები“ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედია სკოლების წარმომადგენლებმა;
კონფერენციამ მოიცვა შემდეგი საკითხები:
- ჟურნალისტური განათლება: სწავლების ახალი მეთოდები და სტანდარტები;
- ჟურნალისტიკის პროგრამები: გამოცდილების საუკეთესო მაგალითები;
- აკადემიური განათლება, შრომის ბაზრის მოთხოვნები და დასაქმება;
- პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერი სწავლების პროცესში;
- ჟურნალისტიკის ეთიკა და მედიასამართალი და სხვ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართეა მრგვალი მაგიდა, სადაც სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა მედიის სკოლის წარმომადგენლებმა იმსჯელეს მედია განათლებაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.
კონფერენცია გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.