პროფესორ რიშელ როჯერსის შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებთან

20 ოქტომბერი 2022

19 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის პროფესორი რიშელ როჯერსი, სტუდენტებს ამერიკული მედიის გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა.

 

ლექციის მთავარი თემები იყო: ინფორმაციის გადამოწმების მნიშვნელობა, ზიანი, რომელსაც დეზინფორმაცია აყენებს საზოგადოებას, ჟურნალისტების როლი დღეს და მათთან ხელისუფლების დამოკიდებულება, მიკერძოება და ა.შ. შეხვედრა  კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

 

რიშელ როჯერსი  აშშ-ს ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ციფრული თხრობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია. ის უკვე მეორე წელია CSM-ში ასწავლის, აშშ-ს მთავრობის ფულბრაიტის პროგრამის დახმარებით. რიშელ როჯერსს ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანებთან და ჟურნალისტებთან, როგორებიც არიან ოფრა უინფრი, პიტერ ჯენინგსი, ტედ კოპელი, დაიან სოიერი, ბარბარა ვოლტერსი.

 

კავკასიის მედიის სკოლაში რიშელ როჯერსი ასწავლის ციფრული თხრობის ტექნიკასა და დოკუმენტურ ფილმს.