რადიო CSM-ის პროექტების პრეზენტაცია

5 ივლისი 2018

5 ივლისს კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებმა ონლაინ რადიო CSM-ის განახლებული პროგრამები წარმოადგინეს. რადიოს კონტენტს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტები მთლიანად ახალგაზრდული ინტერესების შესაბამისად ქმნიან. გემოვნებიანი მუსიკის გარდა, რადიოში შეგიძლიათ მოისმინოთ საინტერესო გადაცემები:

 

  • სამშაბათი 18:50 - CU-ელი
  • ოთხშაბათი 18:50 - მანდარინები
  • ხუთშაბათი 18:50 - რადიოგრამა
  • პარასკევი 18:50 - CSM NEWS

 

Radio CSM მუშაობს ონლაინ და მისი მოსმენა შეგიძლიათ ყველგან, სადაც ინტერნეტია

 

რადიოს გუნდს წელს მედიის სკოლის პიარის პროგრამის სტუდენტებიც შეემატნენ. ისინი ზრუნავენ მსმენელთა ინტერესების იდენტიფიკაციაზე, სამიზნე ჯგუფების დადგენასა და რადიოს პოპულარიზაციაზე.

 

რადიო CSM დონორების - "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით 2014 წელს შეიქმნა. დღეს რადიოს სტუდენტურ გუნდს კონტენტის შექმნაში მენტორობას უწევს “დოიჩე ველეს აკადემია” და მისი წარმომადგენელი თინათინ ცისკარიძე.