Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research - პროექტის სამუშაო შეხვედრა სომხეთში

29 სექტემბერი 2021

24-28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტები - თეკლა ზღუდაძე და ანი მელაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  გიუმრიში, სომხეთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს პროექტ Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research-ის სესიებში.

 

ვიზიტის მიზანი იყო პროექტის მონაწილე ქვეყნებში არსებული პოლიტიკური სისტემების, შეიარაღებული და გაყინული კონფლიქტების, მედიის პრობლემების განხილვა.  პროექტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ჩართულობით სტუდენტებმა შექმნეს ფოტო/ბლოგის, ვიდეოსა და კვლევის სამუშაო ჯგუფები და ერთობლივად შეიმუშავეს შესაბამისი მედია პროდუქტები.

 

სტუდენტებს შეხვედრები ჰქონდათ სომხეთის ჟურნალისტური გაერთიანებების - Asbarez Journalists’ Club-ის, Dialogue Media Press Center-ის და TUMO-ს წარმომადგენლებთან. მათ ასევე, მონაწილება მიიღეს სხვადასხვა სახის შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში.  ფინალურ კონფერენციაზე მონაწილეებმა შეაჯამეს ვიზიტის ფარგლებში შექმნილი მედია პროდუქტები და შედეგები.

 

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია  კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით. პროექტში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები,  ჟურნალისტთა ასოციაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გერმანიიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვიდან და სომხეთიდან.