საჯარო ლექცია - „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“

8 დეკემბერი 2022

8 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ პიარითა და სტრატეგიული კომუნიკაციებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.

 

ღონისძიებას წარუძღვა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და კომუნიკაციის სპეციალისტი ნატა ასათიანი, მოდერატორი - კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი.

 

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

 

  • როგორ უნდა მივიპყროთ აუდიტორიის / მსმენელების ყურადღება? 
  • საჯარო გამოსვლისა თუ პრეზენტაციის აგების თავისებურებები;
  • ღელავს ყველა! - ნერვიულობის დაძლევის სტრატეგიები;
  • თვალებით კონტაქტი, ჟესტების გამოყენება - არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა.

 

ამ და სხვა რელევანტურ საკითხებზე ისაუბრა სპიკერმა, ასევე აუდიტორიას გაუზიარა ისტორიები გამორჩეული და ცნობილი ორატორების შესახებ.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.