პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და კომუნიკაციის სფეროს სიღრმისეული შესწავლა და ამ სფეროს მენეჯმენტის უნარების გამომუშავება. პროგრამა განკუთვნილია მათთვისაც, ვისაც შეძენილ პროფესიაში კარიერული წინსვლა აქვს მიზნად დასახული და ისეთებისთვისაც, ვისაც საქმიანობის სფეროს გამოცვლა და ახალი პროფესიის შეძენა სურს.

                                                                                                                                                                 

სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა შესაძლებლობებს გიხსნით საზოგადოებასთან ურთიერთობების, ახალი თაობის მარკეტინგული კომუნიკაციების, სარეკლამო ინდუსტრიის სფეროში. მისი დასრულების შემდეგ შეგეძლებათ იმუშაოთ პიარის სტრატეგიის შექმნისა და აღსრულების, სფეროში სხვადასხვა ტიპის პროექტების მენეჯმენტისა და მედიასთან ურთიერთობების მიმართულებებით. თქვენ ასევე, შეგეძლებათ დაეუფლოთ ახალი მედიის პლატფორმებისა და ციფრული მედიის პროფესიული დანიშნულებით გამოყენების უნარებს.

 

სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა აგებულია ისე, რომ თქვენ გიყალიბდებათ პროფესიონალური ხედვა და მიღებული ცოდნის გამოყენება თანაბარი სიძლიერით შეგიძლიათ ნებისმიერ სფეროში: პოლიტიკურ და ბიზნეს სექტორებში, სხვადასხვა სპეციფიურ მიმართულებებშიც კი. შესაბამისად, შეგეძლებათ დასაქმდეთ საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორებში. პროგრამა, პრაქტიკული უნარების გამომუშავების პარალელურად, ასევე, იძლევა ღრმა თეორიულ ცოდნას, რაც კარგი საფუძველია მომავალი პედაგოგიური თუ სამეცნიერო საქმიანობისთვის.