13 იანვარს, შარდენის ქუჩაზე, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებმა წარმოადგინეს გურამ წიბახაშვილის ”ფოტოჟურნალისტიკის” კლასში შექმნილი ნამუშევრები. საკუთარი ფოტოები მონაწილეებმა ყინულში ჩადეს და ღია ცის ქვეშ ცნობილ მხატვრებთან და ფოტომოყვარულებთან ერთად გამოფინეს.