არქიტექტურის სტუდენტების გასვლითი ლექცია

15 ნოემბერი 2021

არქიტექტურის პროგრამის ინტერიერის დიზაინის კურსის ფარგლებში, მე-3 კურსის სტუდენტებს სასტუმრო "Legends Tskaltubo Spa Resort"-მა უმასპინძლა.

 

სტუდენტებმა სასტუმრო  დაათვალიერეს, აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს და კონკრეტული დავალებები მიიღეს. ისინი სხვადასხვა სივრცის ინტერიერის დიზაინს დაამუშავებენ და მათგან საუკეთესო ნამუშევარი განხორციელდება.