კიბერუსაფრთხოების ცენტრის მიზანია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სკოლის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება, დარგის განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო მიმართულებით.
კიბერუსაფრთხოების ცენტრი არის ევროპის უმსხვილესი გლობალური კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციის BIT SENTINEL-ის ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი რეგიონში.
ცენტრის ძირითადი ფუნქციები:
- კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
- კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება;
- კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სკოლის სტუდენტების პროექტების ინტელექტუალური მხარდაჭერა;
- კიბერ უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსების შემუშავება;
- კიბერ უსაფრთხოების კურსების და ტრენინგების ჩატარება;
- CyberEdu-ს გუნდთან თანამშრომლობით ახალი შეღწევადობის ტესტირების კურსების შემუშავება;
- ჰაკათონების ორგანიზება რეგიონის მასშტაბით.
ცენტრის სტრუქტურა:
- ცენტრის დირექტორი - მაქსიმ იავიჩი;
- ცენტრის დირექტორის მოადგილე - გიორგი იაშვილი;
- მთავარი სპეციალისტი - სერგო სიმონოვი;
- მთავარი სპეციალისტი - გიორგი ახალაია;
- მთავარი სპეციალისტი - არჩილ შენგელია ;
- სპეციალისტი - დავით ბოჭორიშვილი;
- მკვლევარი - ქეთევან გრძელიძე;
- მკვლევარი - ვლადიმერ სვანაძე;
- მკვლევარი - თამარ კუჭუხიძე.