ტექნოლოგიების სკოლის აფილირებული პროფესორის STEM ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი.
ტექნოლოგიების სკოლის აფილირებული პროფესორის მაქსიმ იავიჩის პროექტი „პოსტკვანტური ციფრული ხელმოწერის სქემების შექმნის ინოვაციური მიდგომა“ გახდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
პროექტის მთავარი მიზანია, ახალი ციფრული ხელმოწერის სქემის შემუშავება, რომელიც შეძლებს კვანტური კომპიუტერების თავდასხმებისგან დაცვას და იქნება ეფექტური.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება მეცნიერთა და სპეციალისტთა შემდეგი ჯგუფებისთვის:
კიბერუსაფრთხოების ექსპერტები;
გამოყენებითი კრიპტოგრაფები;
კრიპტოგრაფიაზე მომუშავე მათემატიკოსები;
მათემატიკური მოდელირების სპეციალისტები;
კომპიუტერული მეცნიერების ექსპერტები კვლევების შედეგები შესაძლებელია საინტერესო იყოს აგრეთვე იურისტებისთვის და პოლიტოლოგებისთვის, რომლებიც მუშაობენ კიბერ უსაფრთხოების დარგში.
პროექტი ორწლიანია და ბიუჯეტი შეადგენს 140 000 ლარს.