შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის გამოყენებითი კვლევების (CARYS) საგრანტო პროგრამის კონკურსის ფარგლებში, დაფინანსდა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორის მაქსიმ იავიჩის პროექტი - „კიბერ ინციდენტებზე რეაგირების პლატფორმა 5G ფიჭური ქსელებისთვის“. პროექტი ორწლიანია და მისი ბიუჯეტი 204 330 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში აქტუალურ თემას ეხება.
პროექტის მთავარი მიზანია, ახალი 5G პლატფორმის განვითარება არსებული და მომავალი სანდოობის მოდელებისათვის, კრიპტოგრაფიული ალგორითმებისათვის, კრიტიკული ინფორმაციის გაუმჯობესებული უსაფრთხო ინფრასტრუქტურისათვის. ეს პლატფორმა გააერთიანებს მომხმარებელს, აპლიკაციას და ქსელის ოპერატორის უპირატესობებს, წესებსა და პარამეტრებს მომხმარებლის უმაღლესი დონის უსაფრთხოებისათვის, ქსელისა და აპლიკაციის პროვაიდერის ინტერესების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე.