კონკურსი „ბრძოლა პითონსა და კიბერუსაფრთხოებაში“

16 დეკემბერი 2022

10 დეკემბერს, ტრანსილვანიის ბრაზოვის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისა მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა - „ბრძოლა პითონსა და კიბერ უსაფრთხოებაში“.

 

შეჯიბრში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 35 ჯგუფი, რომლებიც დაკომპლექტებული იყვნენ სკოლის დამამთავრებელი კლასისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისგან. მონაწილე გუნდებმა პრეზენტაცია გააკეთეს მათ მიერ მომზადებული პითონისა და კიბერ უსაფრთხოების პროექტების შესახებ.

 

პროექტები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: შემოთავაზებული იდეის სიახლე, დროსთან რელევანტურობა და პერსპექტივა; რეალურ სამყაროსთან შესაბამისობა; პროექტის საერთო, განხორციელების ხარისხი; პრეზენტაციის ხარისხი, რომელიც ითვალისწინებს იდეის დეტალურ წარმოდგენას, არჩევანის დასაბუთებას მის რეალურ სამყაროში შესაბამისობასთან, სისტემის არქიტექტურის მკაფიო და ლაკონიურ წარმოდგენას და მის განხორციელებულ პროტოტიპს.

 

წარმოდგენილი პროექტები შეაფასეს ბრაზოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ.

 

კონკურსში როგორც პითონის, ასევე კიბერ უსაფრთხოების კატეგორიაში გამოვლინდა პირველი მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები:

 

კონკურსის შედეგები:

 

უნივერსიტეტის კატეგორია, პითონისა და კიბერ უსაფრთხოების მოდული:

 

პირველი ადგილი: გუნდი: CU Gang - კავკასიის უნივერსიტეტი; პროექტი: „Solaa (Browser exploitation patcher)“

მეორე ადგილი: გუნდი Genesis - კავკასიის უნივერსიტეტი; პროექტი: „Social media tool scraper(„Genesian“)“

მეორე ადგილი: გუნდი Zuka and Gio - კავკასიის უნივერსიტეტი; პროექტი „The model of post-quantum signature using Verkle Tree“

მესამე ადგილი: გუნდი Fork; Inha University in Tashkent; პროექტი: „Brute Force Attack“

 

სკოლების კატეგორია: მოდული კიბერ უსაფრთხოება:

 

პირველი ადგილი: გუნდი: The Unseen; სკოლა Aia-gess; პროექტი: „Public Ip security tester (Hades)“

მეორე ადგილი: გუნდი Win-R; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (საკვირაო სკოლა); პროექტი: „Phishing detector“

მესამე ადგილი: გუნდი Scitala; ი.ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური სკოლა პროექტი: „Cybersecurity“

 

სკოლების კატეგორია: მოდული Python:

 

პირველი ადგილი: გუნდი CyberGuys; ი.ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური სკოლა; პროექტი: „Fuel Prices“

მეორე ადგილი: გუნდი Vektor; ნიუტონის თავისუფალი სკოლა; პროექტი: „Instagram PR Program and Data Scraping“

მესამე ადგილი: გუნდი Nyasters; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (საკვირაო სკოლა);  პროექტი: „Space Battle“

მესამე ადგილი: გუნდი The Black Mambas; ბრიტანულ-ქართული აკადემია; პროექტი: „Plant growth tracking and harvest predictions“