კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

25 დეკემბერი 2023

23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. სადაც დარეგისტრირებული 40-მდე მოხსენებიდან, შეირჩა საუკეთესო 20 მოხსენება კიბერ უსაფრთხოებაში არსებულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების პრობლემებზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელები. კონფერენციის ბოლოს ერთერთმა მონაწილემ პრეზენტაცია წარადგინა თავის საავტორო წიგნზე.

 

მონაწილეებს აფასებდა ჟიური:

 

  • ლადო სვანაძე - დოქტორი საჯარო მმართველობის მიმართულებით, BTU_ს აფილირებული პროფესორი, IDI_ს ბორდის წევრი;
  • იგორ დოლოტოვსკი - კომპანია INTEGRA_ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;
  • ანზორ მეხრიშვილი - კომპანია BDO_ს ხელმძღვანელი.

 

ჟიურის წევრებმა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ნომინაციაში 2 გამარჯვებული გამოავლინეს:

 

  • ზურა ქევანიშვილი - „სამართლიანი თამაშის დარღვევის გამოვლენა ჭადრაკში ნერვული ქსელების გამოყენებით“;
  • გიორგი თომაძე (გუნდის წევრები: მიხეილ ყურაშვილი, ილია ლომიძე) – „რადიო ტექნოლოგიის ბნელი მხარე“.

 

გამარჯვებულებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის საჩუქარი და კომპანია INTEGRA_ს მიერ შერჩეული სპეციალური პრიზი. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.