წარმატებით მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ერთობლივი პროექტი DataSecSchool.
ამ ეტაპზე, პროექტში ჩართულ პირებს კრიპტოგრაფიის ტრენინგებს უტარებს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი მაქსიმ იავიჩი, ხოლო GDPR ის რეგულაციების მიმართულებით ტრენინგს უძღვება კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი იაშვილი.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ ევროკავშირის პრაქტიკებზე დაფუძნებული, GDPR_ის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სეზონურ სკოლებზე დასწრება, კვალიფიკაციის ამაღლება და სერტიფიცირება. პროექტის პირველ ეტაპზე დაიწყო სტუდენტების სამიზნე კატეგორიის გადამზადება.
ტრენინგები დაფინანსებულია Erasmus+ Jean Monnet მოდულით და ქართველი მსმენელებისთვის არის სრულიად უფასო. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე.
პროექტის ხელმძღვანელია: SCSA_ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მაქსიმ იავიჩი.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.