კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია - საქმიანი ვიზიტის ფარგლებში TH Wildau-ის პრეზიდენტს - ულრიკე ტიპეს - შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს პროექტის სტატუსი, შემდგომი ნაბიჯები და დასახეს სამომავლო გეგმები ურთეირთთანამშრომლის გამყარების მიზნით.
TH Wildau და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა პირველია რეგიონში, რომელიც ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება. ის უნიკალურია თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინური კურიკულუმით, რაც შესაძლებელს ხდის გადაამზადოს მაღალი რანგის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი. რაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზრდება და მნიშვნელოვანია სფეროში პროფესიონალი კადრების არსებობა.
აქედან გამომდინარე ციფრული ლოგისტიკის პროგრამა უნიკალურია კავკასიის უნივერსიტეტისთვის, როგორც საგანამათლებლო სივრცისთვის, ასევე, მთლიანად რეგიონისთვის უპრეცენდენტო ღირებულების მატარებელია.
შეხვედრას TH Wildau-ის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ: საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი და დოქტორი - ფრენკ გილერტი, პროფესორი და დოქტორი - მაიკლ დიუკი, დოქტორი - ანდრეას დუდლიკი, საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი - კარინ შმიდტი, დიპლომირებული მეტყველების ლექტორი - საბინ ბუჩერი, კვლევითი ჯგუფის სატრანსპორტო ლოგისტიკის პროფესორი და დოქტორი - ჰერბერტ ზონთაგი, პროფესორი - ვიტალია ტომი.
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები: ვიცე-პრეზიდენტი - ხატია გოგლიძე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - შოთა ნიჟარაძე, პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი - გიორგი დობორჯგინიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ირენა მელუა, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი - თამთა ბუთხუზი.
TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.