ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების შეხვედრა კომპანია Translive-ის დირექტორთან

18 აპრილი 2023

8 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ლოგისტიკური ციფრული პლატფორმის, Translive-ის, დირექტორს გიორგი ჯღარკავას შეხვდნენ.

 

Translive წარმოადგენს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტვირთმფლობელებსა და გადამზიდავებს. შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია ციფრული ტექნოლოგიების როლზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სფეროში.  ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სტუდენტებმა იმსჯელეს Translive-ის რეგიონულ ბაზარზე პოზიციონირების შესაძლებლობებსა და საქართველოში ლოგისტიკური ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებზე. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა არის TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც გასცემს ერთობლივ ხარისხს.

 

დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ გაეცანით ბმულზე.