ლოგისტიკა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დარგს, რომელიც როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით განიცდის გამოცდილი კადრების ღრმა დეფიციტს. დღეს, ლოგისტის პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. ლოგისტიკის მენეჯერის პოზიცია წარმოადგენს ერთ-ერთ ქვაკუთხედს კომპანიაში, რომელიც გეგმავს და მართავს მთლიან მიწოდების ჯაჭვს, დაწყებული ნედლეულის შეძენით, წარმოებით და დამთავრებული პროდუქტის მიწოდებით საბოლოო მომხმარებელზე.
TH Wildau-ის და კავკასიის უნივერსიტეტისა ერთობლივი პროგრამა აძლევს სტუდენტს უნიკალურ შანსს მიიღოს ლოგისტიკის მართვის და ტექნოლოგიების უმაღლესი დონის განათლება და შეიქმნას საერთაშორისო ლოგისტის კარიერა.
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
TH Wildau მოწინავეა ტექნოლოგიების დარგში და ბრანდენბურგის მიწაზე ყველაზე მსხვილი გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტია.
ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა არის TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც გასცემს ერთობლივ ხარისხს. პროგრამას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება საინჟინრო ლოგისტიკის მაგისტრის ხარისხი ორივე უნივერსიტეტის მიერ.
პროგრამის ხანგრძლივობა:
პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი. სასწავლო მოდულები ტარდება სამი სემესტრის განმავლობაში. პირველი ორი სემესტრი ხორციელდება თბილისში, მესამე სემესტრი - გერმანიაში ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკურ უნივერსიტეტში (TH Wildau). მეოთხე სემესტრში გათვალისწინებულია სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა.
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი ხარისხი: საინჟინრო ლოგისტიკის მაგისტრი (120 კრედიტი)
TH Wildau-ის რეიტინგები:
- TH Wildau - გერმანიის ლოგისტიკური გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებში საუკეთესოთა შორის მე-12 ადგილზეა
- „ყველაზე მეგობრული უნივერსიტეტი ”, INSM–ის კვლევა 2007 წ
- "წლის ბიბლიოთეკა" 2012 წ
- დაფინანსების ინიციატივა ”ინოვაციური უნივერსიტეტი” 2017 წ
- მე–3 ადგილი StudyCheck–ის უნივერსიტეტების რეიტინგში 2018
- კორპორატიული ჯანმრთელობის ჯილდო 2019 - სპეციალური პრიზი ჯანმრთელი უნივერსიტეტისთვის
გერმანიის რეიტინგი ლოგისტიკაში:
- გერმანიის აღწერა ლოგისტიკაში: გერმანია - მსოფლიოს ლოგისტიკის ჩემპიონი და გლობალური ლოგისტიკის ლიდერი, მსოფლიო ბანკის ლოგისტიკური საქმიანობის ინდექსში (LPI)
- #1 ლოგისტიკური ბაზარი ევროკავშირში 265 მილიარდი ევროთი და 3 მილიონი თანამშრომლით
- მესამე უდიდესი ეკონომიკური სექტორი გერმანიაში, მას მოყვება საავტომობილო ინდუსტრია და ვაჭრობა
პროგრამის ძლიერი მხარეები:
- უნიკალური საერთაშორისო პროგრამა, შედგენილი გერმანელი სპეციალისტების მიერ, რომელიც მორგებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებზე
- მაგისტრის ერთობლივი, საერთაშორისო დიპლომი, რომელიც მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების საშუალებას იძლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე
- მულტიდისციპლინარული კურიკულუმი თეორიული და პრაქტიკული ელემენტებით, რომლებიც მოიცავს ლოგისტიკის ინფორმაციული ტექნოლოგიების და მენეჯმენტის საგნებს
- პროგრამის შინაარსი, რომელიც აძლევს სტუდენტს საშუალებას გააანალიზოს და გადაჭრას ლოგისტიკური პრობლემები, კომპანიებში ინტეგრირებული და სისტემური მიდგომებით
- სიტუაციური ანალიზების (case studies) განხილვა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის სწავლება მოწვეული გამოცდილი გერმანელი პროფესურის და წამყვანი საერთაშორისო კომპანიების ტოპ-მენეჯერების მიერ
- ლოგისტიკის მოწინავე ლაბორატორია და პრაქტიკული სწავლება უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით (PTV Visum/Vissim/Vistro, SAP ERP, AnyLogic)
- მე-3 სემესტრის სწავლება გერმანიაში და გერმანულ კომპანიებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მე-4 სემესტრში
- სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა გერმანელი პროფესორის ხელმძღვანელობით
- მე-3 სემესტრში წარმატებული სტუდენტების გერმანიაში მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების დაფინანსება DAAD-ის სტიპენდიებით. საშუალოდ, ყოველწლიურად დაფინანსდება 2-4 სტუდენტამდე
მაღალკვალიფიცური ლექტორები
პროგრამის ლექციების 80%-ს ატარებენ TH Wildau-ის მოწინავე პროფესორები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სფეროებში. პროგრამის კომპონენტების 20%-ს უძღვებიან კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები და საერთაშორისო კომპანიებიდან მოწვეული ლექტორები საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილებით.
პროგრამის კურსდამათავრებულებს შეუძლიათ დაიკავონ მაღალი რგოლის მაღალანაზღაურებადი მენეჯერული პოზიციები შემდეგ სფეროებში:
საცალო და საბითუმო ვაჭრობა
- საცალო ვაჭრობის ქსელები
- იმპორტიორები და ექსპორტიორები
- სადისტრიბუციო კომპანიები
ტრანსპორტი და ლოგისტიკა
- საერთაშორისო და ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიები და ექსპედიტორები
- საზღვაო ხაზები
- ლოგისტიკური კომპანიები და 3PL სერვისის პროვაიდერები
- ინფრასტრუქტურის პროვაიდერები (პორტები, აეროპორტები, სარკინიგზო ტერმინალები)
- საქართველოს რკინიგზა
საწარმო კომპანიები
- მძიმე და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები
- ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოები
ინფორმაციული ტექნოლოგიები
- ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფების პროვაიდერები, განსაკუთრებით საწარმო რესურსების მართვის (ERP) მარაგების და ტრანსპორტის მართვის მიმართულებებით (WMS, TMS)
- ელექტრონული კომერციის კომპანიები
საჯარო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები
- პოლიტიკის განმსაზღვრელი საჯარო უწყებები და რეგულატორები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, წარმოების და ვაჭრობის განხრით
- საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს მსოფლიო მასშტაბით ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის, პროცესების გაციფროვნების და ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში პროექტების მართვის მიმართულებით