კომპანია Fortinet-მა კავკასიის უნივერსიტეტს Fortinet აკადემიური სასწავლო პარტნიორის სტატუსი მიანიჭა, რომელიც კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
ზემოხსენებული აკადემიური პარტნიორის სტატუსი საშუალებას იძლევა კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერმა სტუდენტმა სასწავლო კურსზე ჩარიცხვის შემდგომ მიიღოს წვდომა უახლეს ტექნოლოგიებსა და პროდუქტებზე ქსელებისა და სისტემების უსაფრთხოების დარგში, ასევე მიიღონ წვდომა ვირტუალურ ლაბორატორიულ გარემოზე, სადაც შესაძლებელია მრავალფეროვანი კიბერ შეტევებისა და თავდაცვითი ღონისძიებების სიმულირება რეალურ დროში.
აკადემიური პარტნიორის სასწავლო პროგრამა შედგენილია აშშ სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მიმდინარე დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების მაღალ ხარისხს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ კომპანია Fortinet-ის ინდუსტრიულ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელი ვაუჩერი სრულიად უფასოდ. შესაბამისი გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტებს მიენიჭებათ საერთაშორისო სპეციალისტების, ინჟინრებისა და ექსპერტის სტატუსი, რომელიც ძალიან მოთხოვნადია მსოფლიოში დასაქმების ბაზარზე.
Fortinet უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების, კიბერუსაფრთხოების მოწყობილობების წარმოებაში ტოპ 5-ში შედის, რომელიც 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა. კომპანია აწარმოებს მცირე, საშუალო და კორპორაციული დონის ქსელებისა და სისტემების უსაფრთხოების მოწყობილობებს, რომელთა მეშვეობითაც 615 000 მეტი ორგანიზაცია იცავს თავის ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ბიზნესს.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა Fortinet-ის აკადემიური სასწავლო პარტნიორის სტატუსის მიღებაში, არის ევროპის უმსხვილესი გლობალური კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციის BIT SENTINEL-ის ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი რეგიონში, რომელიც 2021 წელს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე შეიქმნა. კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის პერსონალს გააჩნია CyberEdu-ის ან OSCP სერტიფიკატები.