1-2 დეკემბერს, GITI-ის რიგით მე_12 ღონისძიება გაიმართა, რომელიც კიბერ უსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონული ღონისძიებაა. მისი მიზანია უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე სახელმწიფო და ბიზნეს სექტორს შორის კავშირის გაძლიერება და კომუნიკაციის გაუმჯობესება; ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი IT ინოვაციების, კიბერ უსაფრთხოების პროექტების მიმოხილვა, სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული რეფორმებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული კომუნიკაციების მიმოხილვა.
GITI 2022-ზე მონაწილეობას იღებდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, SCSA-ის პრეზიდენტი მაქსიმ იავიჩი, რომელმაც ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტში არსებული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებზე. მოხსენებისას საუბარი იყო ცენტრის BITSENTINEL-ის წარმომადგენლობაზე და მის ფარგლებში დანერგილ სასწავლო კურსებსა და ჰაკათონებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამეცნიერო პროექტებს, რომლებიც ცენტრის ფარგლებში ხორციელდება პოსტ-კვანტური კრიფტოგრაფიის და 5G ქსელების უსაფრთხოების მიმართულებით. ამასთან ერთად, მოხსენებისას იყო განხილული ლოკალური და საერთაშორისო ჰაკათონები, რომელიც ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართული ბიზნეს ოპერატორები, ასევე საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, წარმომადგენლობები და საერთაშორისო პროექტებში ჩართული სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.