IT პროექტების მართვა

11 იანვარი

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში წარმატებით დასრულდა IT პროექტების მართვის სასერთიფიკატო კურსი, რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.


კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: IT პროექტების მართვის მეთოდები, IT პროექტების კვლევის მეთოდები. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები სხვადასხვა IT პროექტს წარმატებით განახორციელებენ.


აღნიშნულ კურსი საქართველოს წამყვანი კომპანიების თანამშრომლებმა გაიარეს: „ბანკი რესპუბლიკა", „სანოფი–ავენტი", „ელიტ ელექტრონიქსი", „ვითიბი ბანკი", „ნატახტარი", „სილქნეტი", „იუნაითიდ სექიურითი", „თეგეთა მოტორსი", „აითინოვეიშენს".