ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლის და ახალგაზრდა მეცნიერის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

13 დეკემბერი 2022

საინფორმაციო სისტემისა და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შინარ მუსირალიევა და ალ ფარაბის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტის დოქტორანტი გულშატ ბაისპეი კავკასიის უნივერსიტეტს და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციას ესტუმრნენ.

 

სტუმრები შეხვდნენ შოთა ნიჟარაძეს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანს და კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორს, პროფესორ მაქსიმ იავიჩს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი პროექტები კიბერუსაფრთხოების სფეროში. ასევე, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ინსტიტუტებს შორის.