საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონკურსის CyberBattle2021-ის გამარჯვებული კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი სერგეი სიმონოვი გახდა.
სერგეი სიმონოვმა სამეცნიერო ნაშრომი 5G გარემოს სიმულაციის შესახებ შექმნა. მან წარადგინა ახალი უსაფრთხოების ფუნქცია 5G-სთვის მანქანური სწავლების გამოყენებით. სერგეიმ 5G-ზე თავდასხმების სიმულაცია განახორციელა და მის მიერ შეთავაზებული მეთოდის ეფექტურობა აჩვენა.
სერგეის სამეცნიერო ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მაქსიმ იავიჩია.
CyberBattle2021-ში სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის, ჩინეთის, იორდანიის, პოლონეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსიის და ლისაბონის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
შეჯიბრი 2020 წელს, ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის და უკრაინის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაარსდა.