კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი პროგრამა კიბერუსაფრხოებაში პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს.
პროგრამის ხანგრძლივობა:
3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გულისხმობს პირველი 5 სემესტრის განმავლობაში საქართველოში სწავლას, ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ, ხოლო ბოლო, მე-6 სემესტრს, სტუდენტი სწავლას აგრძელებს ნიუ-ჯერსიში, აშშ-ში.
პროგრამის უნიკალური მხარეები:
- ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ორი უნივერსიტეტის დიპლომი;
- პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში;
- პირველი საბაკალავრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში;
- უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ლექტორები.
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი ხარისხი:
- კავკასიის უნივერსიტეტი - ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში;
- ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი - ბაკალავრის ხარისხი კიბერუსაფრთხოებაში.
საერთაშორისო რეიტინგები და აკრედიტაცია:
- დღეისათვის ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი შტატის ყველაზე ფართოპროფილიანი უნივერსიტეტების რიგებშია და ერთ-ერთია ქვეყნის იმ რამდენიმე ინსტიტუტთაგან, რომელსაც აქვს ფედერალური უფლებები როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დაზვერვაში.
- ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის კიბერ თავდაცვის პროგრამა დასახელდა აკადემიური ხელოვნების ეროვნულ ცენტრად კიბერ თავდაცვის განათლების სფეროში (CAE-CDE).