საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კვალიფიკაციის მისაღებად გათვალისწინებულია სტუდენტის მიერ 180 ECTS კრედიტის ათვისება. საბაკალავრო პროგრამის სწავლების ვადაა სამი, ხოლო დასაშვები ხანგრძლივობა ხუთი წელიწადი.
პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია ძირითადი სწავლის სფეროს სასწავლო და თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსებად:
ძირითადი სწავლის სფერო (154 ECTS კრედიტი):
- სავალდებულო სასწავლო კურსები - 148 ECTS კრედიტი;
- არჩევითი სასწავლო კურსები - 6 ECTS კრედიტი.
თავისუფალი კომპონენტი (26 ECTS კრედიტი):
- საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 15 ECTS კრედიტი;
- საუნივერსიტეტო არჩევითი სასწავლო კურსები - 5 ECTS კრედიტი;
- თავისუფალი კრედიტები - 6 ECTS კრედიტი.
დეტალებისთვის იხილეთ პროგრამა.
