ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კვალიფიკაციის მისაღებად გათვალისწინებულია სტუდენტის მიერ 240 ECTS კრედიტის ათვისება. საბაკალავრო პროგრამის სწავლების ვადაა ოთხი, ხოლო დასაშვები ხანგრძლივობა ექვსი წელიწადი. პროგრამა სტრუქტურა:
ძირითადი სწავლის სფეროს სასწავლო კურსები (199 ECTS კრედიტი):
- სავალდებულო სასწავლო კურსები - 170 ECTS კრედიტი;
- არჩევითი სასწავლო კურსები - 29 ECTS კრედიტი.
თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსები (41 ECTS კრედიტი):
- საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 20 ECTS კრედიტი;
- საუნივერსიტეტო არჩევითი სასწავლო კურსები - 15 ECTS კრედიტი;
- თავისუფალი კრედიტები - 6 ECTS კრედიტი.
დეტალებისთვის იხილეთ პროგრამა.