კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 200 ECTS კრედიტს. პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 3 აკადემიურ წელს. პირველი ორი წელი (150 ECTS / წელიწადში 75 ECTS) სწავლება ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო ბოლო მესამე წელი (50 ECTS / 30 აშშ კრედიტი) ფერლი დიკონსონის უნივერსიტეტში (FDU).
პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია ძირითადი სწავლის სფეროს სასწავლო და თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსებად:
ძირითადი სწავლის სფეროს სასწავლო კურსები (159 კრედიტი)
- სავალდებულო სასწავლო კურსები - 119 კრედიტი
- არჩევითი სასწავლო კურსები - 15 კრედიტი
- კონცენტრაცია - 25 კრედიტი
თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსები (41 კრედიტი)
- საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 30 კრედიტი
- საუნივერსიტეტო არჩევითი სასწავლო კურსი - 5 კრედიტი
- თავისუფალი სასწავლო კურსები - 6 კრედიტი