მიღების წესები

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ჩასაბარებელი საგნები:  

 

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა:ინგლისური;
  • მესამე სავალდებულო საგანი: მათემატიკა/ფიზიკა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

 

  • სკოლის ატესტატი (ორიგინალი);
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • პირადობის მოწმობის 2 ასლი;
  • დაბადების მოწმობის 2 ასლი;
  • 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან);
  • დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1(ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად).

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეტალებთან  დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.