მიღების წესები

მიღების წესი:

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა:

 

  • ბაკალავრის ხარისხი შესაბამის ან მონათესავე (ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) დარგში;
  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • შიდა საუნივერსიტეტო წერითი გამოცდის წარმატებით გავლა (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად და ზოგადი ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს);
  • აპლიკანტი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (IELTS-6.0, TOEFL-78,  B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის რეგულაციით დადგენილი სხვა გარემოება) (ტესტის ნიმუში);
  • კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან ზეპირი გამოცდის წარმატებით გავლა (გასაუბრების ფორმატი) .

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დეტალებთან  დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

 

  

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • შევსებული online აპლიკაცია; 
  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და მისი დანართის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცლის ასლი;
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ორი  ფერადი ფოტოსურათი 3X4 , ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი;
  • რეზიუმე / CV; 
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად. 

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება: 3 სექტემბერი, 10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2;
  • მისაღები და შიდა საგრანტო ტესტირება: 4-5 სექტემბერი;
  • მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 8-9 სექტემბერი.

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი 7990 ლარი 3995 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები:

 

1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები

 

  • CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
  • პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი. 
  • სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.