მიღების წესი:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა:
- ბაკალავრის ხარისხი შესაბამის ან მონათესავე (ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) დარგში;
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შიდა საუნივერსიტეტო წერითი გამოცდის წარმატებით გავლა (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად და ზოგადი ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს);
- აპლიკანტი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (IELTS-6.0, TOEFL-78, B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის რეგულაციით დადგენილი სხვა გარემოება) (ტესტის ნიმუში);
- კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან ზეპირი გამოცდის წარმატებით გავლა (გასაუბრების ფორმატი) .
უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.დეტალებთან დაკავშირებით მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული online აპლიკაცია;
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და მისი დანართის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცლის ასლი;
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
- ორი ფერადი ფოტოსურათი 3X4 , ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე· საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი;
- რეზიუმე / CV;
- სამოტივაციო წერილი;
- სარეკომენდაციო წერილი;
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად.
თარიღები:
- საბუთების მიღება: 3 სექტემბერი, 10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2;
- მისაღები და შიდა საგრანტო ტესტირება: 4-5 სექტემბერი;
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 8-9 სექტემბერი.
სწავლის საფასური და დაფინანსება:
| პროგრამა | წლიური საფასური | წლიური საფასური - CU გრანტით |
| ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი ინგლისურენოვანი | 7990 ლარი | 3995 ლარი |
CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება
მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.
CU გრანტის შენარჩუნების პირობები:
1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები
- CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
- პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი.
- სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.
