მიღების წესი

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა: 

 

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.

 

პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით. კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა. 

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  

 

  • შევსებული online აპლიკაცია;
  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და მისი დანართის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცლის ასლი;
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ორი  ფერადი ფოტოსურათი 3X4 , ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი;
  • რეზიუმე / CV;
  • უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად.

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება: 3 სექტემბერი, 10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2;
  • შიდა საგრანტო ტესტირება: 4-5 სექტემბერი;
  • მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 8-9 სექტემბერი.

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი

6990 ლარი 3495 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები:

 

1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები

 

  • CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
  • პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი. 
  • სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.