პროგრამის მიმოხლივა

 

სამაგისტრო პროგრამა „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს დასაქმდეთ და დაწინაურდეთ მენეჯერულ თანამდებობაზე შრომის უსაფრთხოების სფეროში.

 

რატომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?



თანამედროვე პროგრამა: პროგრამის კურსდამთავრებული იქნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალი დონის სპეციალისტი შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტში, პროფესიული უსაფრთხოების საკითხების ღრმა ცოდნით, ბიზნესის გარემოს კარგი ანალიზის და პრობლემების ანალიტიკურად გადაჭრის უნარით. პროგრამა მოიცავს, როგორც ეროვნულ რეგულაციებს, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსი.

 

ტექნიკური და მენეჯერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების კომბინაცია: პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია ტექნიკური ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, მაგრამ ამავე დროს პროგრამა იძლევა მაღალი დონის ცოდნას ბიზნესის მუშაობის პრინციპებზე. დღეს, ორგანიზაციებს სჭირდებათ სწორედ ისეთი ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომპლექსური ცოდნა. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ადამიანებზე, რომელთაც აქვთ მენეჯმენტისა და შრომის უსაფრთხოების სფეროს კომბინირებული ცოდნა.

 

მოქნილი სტრუქტურათითოეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სემესტრში მინიმუმ სამი საგანი.