ადმირალი ალენ ქოლდფი კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის ეთიკური ხელმძღვანელობის პროფესორად

4 ივნისი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                                                            4 June 2018

 

Admiral Alain Coldefy Appointed Professor of Ethical Leadership

of the New Westminster College of Caucasus University

 

ადმირალი ალენ ქოლდეფი კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯში ეთიკური ხელმძღვანელობის პროფესორად დაინიშნა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატის განცხადებით, ადმირალი ალენ ქოლდეფი ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის ეთიკური ლიდერობის პროფესორად.

 

ადმირალ ალენ ქოლდეფის აქვს ეთიკური ლიდერობის გამორჩეული ისტორია. იგი საფრანგეთის საზღვაო ძალების ადმირალის თანამდებობიდან გადადგა 2012 წელს, მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრის მრჩევლის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის თანამდებობას იკავებდა. მისი ფლაგმანის კარიერა ასევე მოიცავდა თავდაცვის უფროსის მოადგილეობას, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეობას, სამხედრო-საზღვაო ოპერაციების უფროსის მოადგილეობას, FR/UK საზღვაო სამუშაო ჯგუფის მეთაურობას და გადამზიდავი ჯგუფის სარდლობას.

 

ადმირალი ქოლდეფი არის საფრანგეთის საზღვაო აკადემიის, საფრანგეთის საზღვაო ომის კოლეჯის და საფრანგეთის თავდაცვის კოლეჯის კურსდამთავრებული. იგი 2013 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების გამორჩეული წევრი.

 

ადმირალი ქოლდეფი დააწინაურეს 2013 წელს ღირსების ლეგიონის გრანდ ოფიცრის რანგით და დანიშნეს ღირსების ლეგიონის წევრების საზოგადოების პრეზიდენტად 2018 წელს. ის ასევე მსახურობს საფრანგეთის სამეფო საზღვაო აკადემიაში (პარიზი), რომელიც დაარსდა 1752 წელს.

 

”ადმირალ ალენ კოლდეფის აქვს უმაღლესი ლიდერობის გამოცდილება და  ღრმა ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეფექტური სამეთაურო და საკადრო ოპერაციების დარგში“ - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”მე გულწრფელად მივესალმები ადმირალ კოლდეფის ჩვენს ფაკულტეტზე, როგორც ეთიკური ლიდერობის პროფესორს, რომელსაც აქვს რწმენა საკუთარ პროფესიონალურ შესაძლებლობებში და უნარი, რომ სტუდენტებს მისცეს ეთიკური ლიდერობის მაგალითი.