პროფესორი მიურეი ბრაიანტი დაინიშნა ეთიკური ლიდერობის პროგრამების დირექტორად კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ -ვესტმინსტერის კოლეჯში

19 მარტი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                  19 March 2018

 

Professor Murray Bryant Appointed as Director of Ethical Leadership

Programs of New Westminster College of Caucasus University

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ პროფესორი მურეი ჯორჯ ბრაიანტი, ფილოსოფიის დოქტორი, DFNWC, დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ- ვესტმინსტერის კოლეჯის ეთიკური ლიდერობის პროგრამების დირექტორად და ამავდროულად ეთიკური ლიდერობის პროფესორად.

 

პროფესორ ბრაიანტს აქვს ეთიკური ლიდერობის  35 წელზე მეტი ხნის გამოცდილება როგორც უმაღლესი დონის ბიზნეს სკოლების პროფესორს. ის არის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის ღირსეული მეცნიერ-თანამშრომელი და ადრე მსახურობდა მის პრორექტორად. 2015 წლის 5 ივნისს  მას პატივი ეგო დასავლეთ უნივერსიტეტის რიჩარდ აივის ბიზნესის სკოლის საპატიო პროფესორად დანიშნულიყო ტორონტოში, კანადა, სადაც იგი ასევე არის MBA პროგრამის დირექტორი. ადრე მსახურობდა ტორონტოს უნივერსიტეტის ჯოზეფ ლ. როტმენის მენეჯმენტის სკოლაში რამდენიმე თანამდებობაზე, მათ შორის:  MBA პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი და MBA პროგრამის დეკანის მოადგილე. მის სამეცნიერო ინტერესებში შედის: ხარჯების სისტემები და სტრატეგია, ხარჯების მენეჯმენტი და ეფექტურობის შეფასება ჯანდაცვის სფეროში და ასევე მას აქვს პროფესიონალური სწავლების ინტერესი მენეჯერული აღრიცხვის სფეროში.

 

პროფესორმ ბრაიანტს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი 1971 წელს კენტერბერის უნივერსიტეტში და დიპლომირებული ბუღალტრის ხარისხი 1972 წელს ახალი ზელანდიის ბუღალტერთა საზოგადოებისგან. მან  მიიღო მაგისტრის ხარისხი 1975 წელს ოკლენდის უნივერსიტეტში და 1978 წელს მაგისტრის ხარისხი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან  მოპოვება დოქტორის ხარისხი 1983 წელს ცინცინატის უნივერსიტეტში. მისი სადოქტორო დისერტაციის სახელწოდებაა: ”აუდიტორის მსჯელობა: მოდელირება და ინფორმაციის მოძიება”.

 

პროფესორი ბრაიანტი არის სპიკერი და აკადემიური მკვლევარი. მან დაწერა უამრავი თემატური კვლევა რიჩარდ აივის ბიზნესის სკოლისთვის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში და სხვა წამყვან ბიზნეს სკოლებისთვის. მან ასევე დაწერა მრავალი წიგნის თავი, სტატიები, მონოგრაფიები და პუბლიკაციები (რეცენზირებული და არარეცენზირებული).

 

”პროფესორ მიურეი ბრაიანტის მრავალწლიანი საუნივერსიტეტო  სწავლების გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი კოლეჯისთვის, უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის”, - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”მისი პროფესიული აკადემიური რეპუტაცია, პროგრამის ხელმძღვანელობა და უმაღლესი განათლების სფეროში გამოცდილება დაეხმარება მას, ეთიკური ლიდერობის პროგრამების დირექტორობაში”.

 

”კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეთიკის ჩართვა ყველა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაში პრიორიტეტულია სასწავლო გეგმების შემუშავებაში,” - თქვა პროფესორმა მიურეი ბრაიანტმა. ”ჩემთვის ნამდვილი სიამოვნებაა რომ მიწევს ასეთი მაღალი დონის პროფესიონალ თანამშრომლობთან ერთად მუშოაბა იმისთვის, რომ შთავაგონოთ და მოტივაცია მივცეთ ჩვენს სტუდენტებს, რომ ერთგულნი იყვნენ ეთიკურ ხელმძღვანელობაში საკუთარი აკადემიური მიღწევების სრულყოფისას”.